ახალი ამბები

აშშ–ში საქართველოს ელჩი გადადგომას აპირებს

თემურ იაკობაშვილმა, რომელიც ბოლო ორი წლის მანძილზე საქართველოს ელჩი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, განაცხადა, რომ ის გადადგომას აპირებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ახალი მთავრობა ვაშინგტონში ახალმა ელჩმა უნდა წარმოადგინოს“, – დაწერა იაკობაშვილმა თავის Facebook-ის გვერდზე 8 ნოემბერს.

იაკობაშვილმა, რომელიც 2008 წლის იანვრიდან 2010 წლის ნოემბრამდე სახელმწიფო მინისტრი იყო რეინტეგრაციის საკითხებში, განაცხადა, რომ მან უკვე აცნობა თავისი გადაწყვეტილების შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრს და „მომავალი რამოდენიმე თვის განმავლობაში საქმეების ცივილური გადაბარებთ დავკავდები“.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ასევე დაადასტურა, რომ ელჩი თანამდებობას დატოვებს არა ნაჩქარევად, არამედ შესაბამისი პროცედურების დაცვით.

იაკობაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობას 2008 წლის იანვარში შეუერთდა, როდესაც ის სახელმწიფო მინისტრის პოსტზე დაინიშნა; მანამდე იგი საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის აღმასრულებელი ვიცე–პრეზიდენტი იყო.

კონსტიტუციის თანახმად, ელჩებს პარლამენტის თანხმობით პრეზიდენტი ნიშნავს. 

This post is also available in: English Русский

Back to top button