skip to content
ახალი ამბები

აჭარის უმაღლესი საბჭო ორსუბიექტიანი იქნება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროპორციული არჩევნები, წინასწარი მონაცემებით, ხმათა 55.7%–ით ბიძინა ივანიშვილის კოალიციამ „ქართული ოცნება“ მოიგო, ხოლო მეორე ადგილზე ნაციონალური მოძრაობა გავიდა ხმების – 38.8%–ით.

მაჟორიტარული ოლქებში ორივე პოლიტიკურმა სუბიექტმა 3–3 კანდიდატი გაიყვანა. კერძოდ, „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა ბათუმში, ქობულეთსა, ხელვაჩაურში, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ მაჟორიტარული მანდატები მიიღო ქედაში, შუახევსა და ხულოში.

ამდენად, 21–წევრიანი აჭარის უმაღლესი საბჭო, სადაც პარტიული სიით 15 ადგილია განსაზღვრული, საქართველოს ახალი პარლამენტის მსგავსად, ორსუბიექტიანი იქნება.

5%–იან ბარიერი აჭარის არჩევნებში ვერ გადალახეს ქრისტიან–დემოკრატებმა, რომლებმაც, წინასწარი მონაცემებით, ხმათა 3% დააგროვეს.

1 ოქტომბერს უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა აჭარის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 60.12%-მა მიიღო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button