ახალი ამბები

შსს: პოლიცია „ფულის დარიგების მასობრივ ფაქტებთან“ დაკავშირებით აქტივისტების დაბარებას არ აპირებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა გუშინ ღამით, რომ ის „ღებულობს  ინფორმაციას რეგიონებში  ფულის დარიგების მასობრივი ფაქტების შესახებ“.

„მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მონაწილე პირები  ფულის დარიგებისას კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის სახელით მოქმედებენ,“ – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში. „იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ [პირველ ოქტომბერს] ტარდება საპარლამენტო არჩევნები, პოლიცია თავს იკავებს პარტიათა წარმომადგენლების დაბარებისა და დაკითხვისაგან“.

მანამდე 30 სექტემბერს „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ კოალიციის აქტივისტებს და მის წევრებს საუბნო საარჩევნო კომისიებში უცნობი პირები დაუკავშირდნენ ტელეფონით და უთხრეს, რომ ისინი პოლიციაში არიან დაბარებული, რათა 250 ლარის აღებასთან დაკავშირებით დაიკითხონ.

ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ეს პროვოკაციაა, რომელიც არჩევნების წინ საუბნო საარჩევნო კომისიებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების დაშინებას ისახავს მიზნად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button