
სააკაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართავს
პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს ნიუ–იორკში გაემგზავრა, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 67–ე სესიაზე სიტყვით გამოვა.
გენერალურ დებატებში მიხეილ სააკაშვილი მეათე იქნება გამომსვლელთა შორის 25 სექტემბერს.
„გამოსვლისას, ქვეყნის პრეზიდენტი სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, იმ მიღწევებსა და პრობლემებზე ისაუბრებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ გარდაქმნებს ახლავს თან“, – აცხადებს სააკაშვილის პრესსამსახური.
ადმინისტრაცია ასევე დაკონკრეტების გარეშე იტყობინება, რომ სააკაშვილი „რამდენიმე მაღალი რანგის შეხვედრასაც გამართავს“.
24–28 სექტემბერს ნიუ–იორკში იმყოფება ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც 40-მდე შეხვედრას გეგმავს თავის უცხოელ კოლეგებთან, სადაც განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, იტყობინება საგარეო უწყება.