
ქართული ოცნება შსს–ს მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს პასუხობს
ოპოზიციურმა კოალიციამ „ქართული ოცნება“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელიც „ქართული ოცნების“ აქტივისტებს პოლიციის თანამშრომლების მოსყიდვაში ამხელს, „პროვოკაციული და ფალსიფიცირებული“ უწოდა.
„პრეზიდენტის ანონსის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო პროვიკაციული და ფალსიფიცირებული ჩანაწერების გავრცელება. დეტალების შეფასებისგან შეგნებულად ვიკავებთ თავს, რადგან ვთვლით, რომ საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია. ხელისუფლება დაკავებულია ფალსიფიცირებული სერიალის შეთხზვით, რომლის გაგრძელება, სავარაუდოდ, მრავალჯერ ნანახი “სცენარების” გამეორება იქნება“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ წერილობით განცხადებაში.
„სიცრუე და ძალადობა იყო და რჩება სააკაშვილის ხელისუფლების მთავარ იარაღად პოლიტიკურ ოპონენტებთან და ქართველ ხალხთან ბრძოლაში. ამ ძალადობრივ პოლიტიკას წერტილი დაესმევა 1 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ხალხი დაასრულებს მოძალადე რეჟიმის არსებობას და ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამყარდება წესრიგი და სამართლიანობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
იმავრდოულად, ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ შსს–ს მიერ გავრცელებულმა ვიდეოჩანაწერმა დაადასტურა, რომ „ქართული ოცნება“ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობს, მათ შორის თანამშრომელთა მოსყიდვის გზით.
დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, რომ ეს სრულიად მიუღებელია. მისი თქმით, პოლიტიკური პარტია საარჩევნო კამპანიაში უნდა იყოს ჩართული და არა ამგვარი ქმედებების განხორციელებაში.
This post is also available in: English Русский