ახალი ამბები

საქართველო კატასტროფების შედეგებზე რეაგირების საველე ვარჯიშს უმასპინძლებს

საქართველო სექტემბერში კატასტროფების შედეგებზე რეაგირების ერთკვირიან საველე ვარჯიშს უმასპინძლებს.
 
მთლიანობაში, ვარჯიშში, რომელიც 22–28 სექტემბერს თბილისის შემოგარენში ჩატარდება და რომლის ორგანიზატორიც კატასტროფებზე რეაგირების ევრო-ატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრია (EADRCC) , სამოქალაქო და სამხედრო ჯგუფების ათასზე მეტი წევრი მიიღებს მონაწილეობას 24 ნატოს წევრი და პარტიორი სახელმწიფოდან. 

„საქართველო 2012" საშუალებას მისცემს ნატოს და მის პარტნიორ ქვეყნებს პრაქტიკაში გამოსცადონ კატასტროფებზე რეაგირების მექანიზმები და თავიანთ შესაძლებლობები, ასევე გააღრმავონ თანამშრომლობა საგანგებო სიტუაციების სფეროში“, – აცხადებს EADRCC,  „ვარჯიშის სცენარი მოიცავს ძლიერ მიწისძვრას, რომელიც თბილისის შემოგარენში მოხდება, რაც გამოიწვევს დიდი ოდენობით მსხვერპლს და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ფართომასშტაბიან ნგრევას, მათ შორის ქიმიური ნივთიერებების დაღვრას და რადიაციულ ინციდენტს“.

ეს EADRCC–ის მიერ ორგანიზებული უკვე მე–14 საველე ვარჯიში იქნება. 2012 წელს ანალოგიურ წვრთნებს სომხეთმაც უმასპინძლა.

ნატოს სამოქალაქო დაცვის ჯგუფის და EADRCC–ის წარმომადგენლები საქართველოს ივნისში სტუმრობდნენ, რომლის დროსაც ასევე შეხვდნენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, რათა მათთვის დაგეგმილი წვრთნების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებონათ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ  მაშინ განაცხადა, რომ მას დეტალურად ეცნობა დაგეგმილი წცვრთნების შესახებ, „რათა ამ ღონისძიების შინაარსის თაობაზე რაიმე გაუგებრობებს ადგილი არ ჰქონოდა“. 

Back to top button