skip to content
ახალი ამბები

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს სტუმრობს

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი 6 სექტემბერს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდა. 

რასმუსენი, რომელიც თბილისს ერევნიდან ესტუმრა, პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდება და თბილისში  მიმდინარე ამბასადორიალში მიიღებს მონაწილეობას.

ეს უკვე რასმუსენის მეოთხე ვიზიტია საქართველოში და მესამე ნატოს გენერალური მდივნის რანგში. პირველად იგი საქართველოს 2008 წლის ნოემბერში ესტუმრა, როდესაც ის დანიის პრემიერ–მინისტრი იყო.

საქართველოდან რასმუსენი ბაქოში გაემგზავრება, სადაც 7 სექტემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება და აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიაში სიტყვით გამოვა.

This post is also available in: English Русский

Back to top button