
ამერიკელი სენატორების სტუმრობა საქართველოში
სამი ამერიკელი სენატორი 6 სექტემბერს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა.
დელეგაციის ხელმძღვანელია რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელიც სენატის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტის წამყვანი წევრია და რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2010 წლის იანვარში საქართველოში ვიზიტის დროს საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა.
დელეგაციის დანარჩენი ორი წევრია უპარტიო სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი, რომელიც შიდა უსაფრთხოებისა და მთავრობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტის უფროსი წევრია და რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი.
„სენატორები შეხვდებიან პრეზიდენტ სააკაშვილსა და საქართველოს მთავრობის სხვა წევრებს, აგრეთვე ოპოზიციური პარტიების ლიდერებს“, – ნათქვამია აშშ–ის საელჩოს პრეს–რელიზში.
სამი ამერიკელი სენატორი საქართველოში გამომგზავრებამდე ერაყს სტუმრობდა.
This post is also available in: English Русский