ახალი ამბები

ფინანსთა და ენერგეტიკის ახალი მინისტრები

ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა ფინანსთა მინისტრის პოსტი დაიკავა შეცვალა რა ამ თანამდებობაზე ერთი წლის წინ დანიშნული დიმიტრი გვინდაძე; ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თანამდებობა მმართველი პარტიის დეპუტატმა ვახტანგ ბალავაძემ დაიკავა.

ამ საკადრო გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 13 აგვისტოს განაცხადა და დასძინა, რომ ყოფილ ფინანსთა მინისტრს, დიმიტრი გვინდაძეს „ახალ ძალიან საინტერესო თანამდებობას ვუმზადებთ“, რაზეც განცხადება ორ დღეში გაკეთდება. 

მისი თქმით ის, რომ საქართველოში „არავის არ აწუხებს უდენობის პრობლემა“ ხეთაგურის დამსახურებაა და „ამიტომ მე გადავწყვიტე ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობაზე“, ფინანსთა მინისტრად მისი დანიშვნა. 

ალექსანდრე ხეთაგური ენერგეტიკის სექტორს 2007 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობდა.

მერაბიშვილის თქმით, „დალაგებული ენერგეტიკის საქმე“ ჩაბარდება ვახტანგ ბალავაძეს, რომელსაც მან „ახალგაზრდა პარტიული ლიდერი“ უწოდა. ნაციონალური მოძრაობიდან  ბოლო ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, ბალავაძე ამ დრომდე რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების საპარლამენტო კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

ეს საკადრო ცვლილებები მას შემდეგ განხორციელდა, რაც ივლისის დასაწყისში პარლამენტმა ახალ პრემიერ–მინისტრს და მის განახლებულ კაბინეტს ნდობა გამოუცხადა. ორი მინისტრის შეცლას პარლამენტის მიერ დამტკიცება არ ესაჭიროება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button