skip to content
ახალი ამბები

პრემიერ–მინისტრი მედვედევი ცხინვალს სტუმრობს

რუსეთის პრემიერ–მინისტრი დიმიტრი მედვედევი ცხინვალში 8 აგვისტოს ჩავიდა – საქართველოსთან ომის ოთხი წლისთავთან დაკავშირებით.

რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრეს–რელიზის თანახმად, მედვედევი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის პრეზიდენტი იყო, ცხინვალში 2008 წლის კონფლიქტის ოთხი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ჩავიდა.

რუსეთის პრემიერ–მინისტრი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერს ლეონიდ თიბილოვს შეხვდა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მედვედევს ოთხი წლის წინ „აგრესორისთვის მშვიდობის იძულებასთან“ დაკავშირებით „დროული გადაწყვეტილების“ მიღების გამო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button