ახალი ამბები

საქსტატი: 2012 წლის პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 269 მლნ დოლარი შეადგინა

„საქსტატის“ მიერ 11 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2012 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 55%–ით გაიზარდა და 269 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2012 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დიდი ნაწილი გერმანიიდან შემოვიდა – 131.1 მლნ აშშ დოლარი; შემდეგ მოდის თურქეთი – 32.3 მლნ აშშ დოლარი; გაერთიანებული სამეფო – 27.3 მლნ აშშ დოლარი;  ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები – 21.7 მლნ აშშ დოლარი; იაპონია – 21.6 მლნ აშშ დოლარი; ლუქსემბურგი – 19.8 მლნ აშშ დოლარი.

2012 წლის პირველ კვარტალში გადამამუშავებელმა მრეწველობამ და საფინანსო სექტორმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ნაწილი მოიზიდა – 64.5 მლნ აშშ დოლარი და 62.5 მლნ აშშ დოლარი, შესაბამისად; შემდეგ მოდის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა –  38.1  მლნ აშშ დოლარით; უძრავი ქონება – 20.9 მლნ აშშ დოლარით;  სამთომოპოვებითი მრეწველობა – 19.5 მლნ დოლარით; ენერგეტიკა – 18.3 მლნ აშშ დოლარი; სოფლის მეურნეობა – 5.6 მლნ აშშ დოლარით; რესტორნები და სასტუმროები – 4.4 მლნ აშშ დოლარით.

Back to top button