
ახალი ამბები
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ახალი მოადგილე სოხუმს სტუმრობს
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი სოხუმში სტუმრობის დროს სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა, იტყობინება „აფსნიპრესი“ 1 ივნისს.
ნურგალიევი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ გასულ კვირას დაინიშნა მას შემდეგ, რაც რვა წელი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ედგა სათავეში. მან სოხუმში, „ერთობლივი შეთანხმებების, მათ შორის სამხედრო და ეკონომიკის სფეროებში, წარმატებული განხორციელების საკითხი განიხილა“, იტყობინება „აფსნიპრესი“.