
ახალი ამბები
გილაური: 2012 წლის პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 230 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
საქართველოში 2012 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32%–ით გაიზარდა და 230 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა 30 მაისს.
„საქსტატის“ ინფორმაციით, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 2012 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს სავარაუდოდ 11 ივნისს გამოაქვეყნებს, 2011 წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 337 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
პრემიერ–მინისტრმა გილაურმა განაცხადა 30 მაისის მთავრობის სხდომაზე, რომ იგი ელოდება, რომ წლის ბოლოსთვის პირდაპირი ინვესტიციები 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.