ახალი ამბები

სააკაშვილი ლატვიას ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს ლატვიაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო, რომლის ფარგლებში დაგეგმილია მოლაპარაკებები ლატვიის ხელმძღვანელობასთან.

29 მაისს მიხეილ სააკაშვილს მეუღლესთან ერთად რიგის სასახლეში მისი ლატვიელი კოლეგა ანდრის ბერზინში უმასპინძლებს, რომლის დროსაც დაგეგმილია შეხვედრები როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე დელეგაციების თანხლებით.

ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი სააკაშვილი ასევე შეხვდება ლატვიის პრემიერ-მინისტრს ვალდის დომბროვსკის და სეიმის თავმჯდომარეს სოლვიტა აბოლტინას.

ამას გარდა, საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმში და ლატვიის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა.

Back to top button