ახალი ამბები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გალში მომხდარ მკვლელობაზე ‘შეშფოთებას გამოთქვამს’

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია „შეშფოთებას გამოთქვამს 28 მაისს გალში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტთან დაკავშირებით“, რომელსაც ორი მილიციელის და ერთი სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მკვლელობა გალის ერთ–ერთ კაფეში მოხდა, სადაც ორი დაუდგენელი პირი შევარდა და უმისამართო სროლა ატეხა კალაშნიკოვის ტიპის ავტომატიდან, რის შემდეგაც ბოროტმოქმედები დაუდგენელი მიმართულებით ავტომანქანით გაუჩინარდნენ, იტყობინება „აფსნიპრესი“ 28 მაისს.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზად არის უზრუნველყოს ნებისმიერი სახის აუცილებელი დახმარება, მათ შორის გააგზავნოს ფაქტების მოკვლევის ჯგუფი“, – ნათქვამია მისიის განცხადებაში.

„ასეთი ძალადობრივი ქმედებები მიუღებელია და მათ მხოლოდ სიტუაციის დესტაბილიზაცია შეუძლიათ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თავშეკავებისაკენ მოწოდებით გამოდის, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ შეძლოს უსაფრთხოდ განაგრძოს თავისი ყოველდღიური ცხოვრება გალის რაიონში“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი/Related

Back to top button