ახალი ამბები

ივანიშვილის კოალიცია თბილისში აქციას მართავს


ტელეკომპანია "მაესტროს" კადრი, სადაც ჩანს აქციაში მონაწილეობის მისაღებად თავისუფლების მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დაწყებას აღნიშნავენ. 

ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით საარჩევნო კამპანიის დაწყებას თბილისში 27 მაისს თავისუფლების მოედანზე სახალხო აქციით აღნიშნავს.

კოალიციის აქტივისტები და მხარდამჭერები დღის 1 საათიდან სამ სხვადასხვა ადგილზე – ვაკის პარკთან, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონთან და ავლაბარში შეიკრიბნენ და მსვლელობით თავი მოიყარეს თავისუფლების მოედანზე.

ივანიშვილის თქმით, ის აპირებს მიმართოს აქციაზე შეკრებილებს და „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ზოგიერთ დეტალზე ისაუბროს.

იმავდროულად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც მეწარმეებს შეხვდა 27 მაისს, განაცხადა, რომ ყოველთვის იქნება რამდენიმე ათეული ათასი რეფორმებით უკმაყოფილო ადამიანი, მათ შორის ყოფილი პოლიციელები და ვარდების რევოლუციის შემდეგ სამსახურიდან დათხოვილი კორუმპირებული მოხელეები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაში.

ივანიშვილმა 24 მაისს განაცხადა, რომ აქცია იქნება ძალების დემონსტრირება, რაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას გააადვილებს.

ტელეკომპანიები „მაესტრო“, „კავკასია“ და „მეცხრე არხი“ აქციის პირდაპირ ტრანსლაციას ახორციელებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button