
ახალი ამბები
“მეცხრე არხმა” ტელე–რადიო კომპანია “თრიალეთში” წილი შეიძინა
ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლის საკუთრებაში არსებულმა ტელეკომპანია „მეცხრე არხმა“, რომელმაც მაუწყებლობა ცოტა ხნის წინ დაიწყო, 1 მლნ აშშ დოლარად რეგიონული ტელე–რადიო კომპანია „თრიალეთის“ 10%–იანი წილი შეიძინა.
„თრიალეთის“ აქციების 10% ბადრი ნანეტაშვილმა გაყიდა, რომელიც 15 მაისს გარიგების გამოცხადებამდე, კომპანიის 30%–ის მფლობელი იყო; ტელე–რადიო კომპანიის 50%–ის მესაკუთრე მისი ძმა, ჯონი ნანეტაშვილია.
ყოფილმა დეპუტატმა ბადრი ნანეტაშვილმა 15 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „თრიალეთი“, რომელიც შიდა ქართლში მაუწყებლობს, „მეცხრე არხის“ საინფორმაციო გამოშვებების რესტრანსლირებას უზრუნველყოფს.