ახალი ამბები

ODIHR-ის საარჩევნო საჭიროებათა შემფასებელი მისია საქართველოში ივნისის შუა რიცხვებში ჩამოვა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) საჭიროებათა შემფასებელი მისია საქართველოში 11–15 ივნისს ჩამოვა, რომლის დროსაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მისი სადაკვირვებლო საქმიანობის მასშტაბს განსაზღვრავს, განაცხადა ODIHR–ის პრესსპიკერმა თომას რაიმერმა.

აპრილის დასაწყისში საქართველომ ODIHR–ს და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებს ოფიციალური მოწვევები გაუგზავნა 2012 წლის ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის „შეუზღუდავი რაოდენობით" და "რაც შეიძლება სწრაფად“ დამკვირვებლების გამოგზავნის თხოვნით.

Back to top button