
პუტინი ქართველ ხალხს გამარჯვების დღეს ულოცავს
"დიდ სამამულო ომში" გამარჯვების 67–ე წლისთავთან დაკავშირებით გაგზავნილ მისალოცში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქართველ ხალხს „მშვიდობა და აყვავება“ უსურვა.
პუტინმა ანალოგიური მისალოცები დსთ–ს წევრ სახელმწიოფოებსაც გაუგზავნა, რომელთა ადრესატებიც ქვეყნების ლიდერები არიან. საქართველოს შემთხვევაში კი ადრესატი „ქართველი ხალხია“.
მისალოც გზავნილში პუტინი აცხადებს: „ჩვენ ყოველთვის ვცემთ პატივს გამარჯვებულთა გმირობას, დავიცავთ სიმართლეს ომის შესახებ და გადამწყვეტი გზით ავღკვეთთ ისტორიის დამახინჯების ან გადაწერის ნებისმიერ მცდელობას“.
„უმაგალითო გმირობა, რომელიც ომის რთულ წლებში იქნა გამოვლენილი, კვლავ იქნება მორალური ორიენტირი ახალგაზრდა თაობებისთვის, ქართულ–რუსული მეგობრობის და კეთილმეზობლობის ტრადიციების შენარჩუნების და გამრავლების ძლიერი საფუძველი“, – ნათქვამია მისალოცში.
პუტინმა ანალოგიური მისალოცები სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერებსაც გაუგზავნა.