ახალი ამბები

საქსტატი: 2.1%-იანი წლიური დეფლაცია აპრილში

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2012 წლის აპრილში ინფლაციის დონემ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით –2.1 პროცენტი შეადგინა, რაც უკვე მესამე დეფლაციაა ზედიზედ ბოლო სამი თვის მანძილზე. 

აპრილში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ –0,03 პროცენტი შეადგინა, განაცხადა „საქსტატმა“ 3 მაისს.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აპრილში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 8.1%–ით შემცირდა, ხოლო კავშირგაბმულობაზე – 7.7%–ით.

თუმცა, აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფასები გაიზარდა ხორცზე 8%–ით.

აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ასევე გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურეობის ფასები 13.1%–ით, იტყობინება „საქსტატი“.

2009 წლის აგვისტოს შემდეგ პირველი დეფლაცია საქართველოში თებერვალში დაფიქსირდა, როდესაც წლიურმა ინფლაციამ -2.1% შეადგინა.

Back to top button