ახალი ამბები

წინასწარი მონაცემებით, მშპ–ის ზრდამ პირველ კვარტალში 6% შეადგინა

საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2012 წლის პირველ კვარტალში 6% შეადგინა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია წინასწარ მონაცემებში, რომელიც „საქსტატმა“ 30 აპრილს გამოაქვეყნა.

2011 წლის ბოლო სამ თვეში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 8.8%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

„საქსტატის“ განცხადებით,  მშპ–ის რეალური ზრდის პირველი კვარტლის დაზუსტებული მონაცემები 19 ივნისს გამოქვეყნდება.

2011 წლის მთლიანმა მაჩვენებელმა მშპ–ის ზრდის კუთხით 7% შეადგინა. 

Back to top button