ახალი ამბები

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 6.25%-მდე ამცირებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 25 აპრილს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 6.25%–მდე შეამცირა.

მარტში ინფლაციის დონემ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით –2.2% შეადგინა, რაც უკვე მეორე დეფლაცია იყო ზედიზედ ორი თვის მანძილზე. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაცხადა, რომ ინფლაცია წლის განმავლობაში დაბალ დონეზე შენარჩუნდება. 

„ბოლო კვირების განმავლობაში შემცირდა ლიკვიდობის სიჭარბე საბანკო სისტემაში, რასაც შედეგად მოჰყვება ბანკთაშორის ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა, რაც დღევანდელ პირობებში ეკონომიკისთვის არასასურველი იქნება, შესაბამისად მიზანშეწონილია პოლიტიკის განაკვეთის შემცირება“, – განაცხადა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 25 აპრილს. 

 

Back to top button