ახალი ამბები

აშშ–ის შიდა უსაფრთხოების მდივნის მოადგილე საქართველოს სტუმრობს

აშშ–ის შიდა უსაფრთხოების მდივნის მოადგილე ჯეინ ჰოლ ლუტი, რომელიც საქართველოში სამშაბათს საღამოს ჩამოვიდა, 25 აპრილს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ბათუ ქუთელიას და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ეკა ზღულაძეს შეხვდა, იტყობინება აშშ–ის საელჩო თბილისში.

საელჩოს განცხადებით, საუბარი შეეხო აშშ–საქართველოს ხანგრძლივი თანამშრომლობის საკითხებს.

ჯეინ ჰოლ ლუტის ვიზიტი, რომელიც მეორე ყველაზე მაღარი რაგნის წარმომადგენელია აშშ–ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტში, იმ ათდღიანი მოგზაურობის ნაწილია, რომელიც ტუნისს, ინდოეთს, იაპონიასა და ლუქსემბურგს მოიცავს, იტყობინება აშშ–ის საელჩო.

Back to top button