We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ცესკომ მეორე ტური ‘ჩატარებულად’ გამოაცხადა

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ კვირას გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარებულად ცხადდება, ვინაიდან ადგილობრივი დროით 14:00 საათისთვის ამომრჩეველთა 47%–ზე მეტმა მისცა ხმა.

მეორე ტურის ჩატარებულად გამოცხადებისთვის საჭირო 30%–იანი ბარიერი შუადღისთვის იქნა გადალახული, განაცხადა ცესკომ. 

სეპარატისტული რეგიონის უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი ლეონიდ თიბილოვი, რომელმაც პირველ ტურში 42%–ზე მეტი მოიპოვა, კვირის მეორე ტურში ადამიანის უფლებათა საკითხებში სამხრეთ ოსეთის ლიდერის სპეციალურ წარმომადგელებს დავიდ სანაკოევს უპირისპირდება, რომელმაც ორი კვირის წინ გამართულ პირველ ტურში 24%–ზე მეტი ხმა მიიღო.  

 

Back to top button