We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

ბულგარეთის პრემიერ–მინისტრი საქართველოს სტუმრობს

ბულგარეთის პრემიერ–მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა კვირას საქართველოში ორდღიანი ვიზიტი დაიწყო, რის შემდეგაც იგი სომხეთში გაემგზავრება.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა თბილისში 1 აპრილს თავის ბულგარელ კოლეგასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, რომ საქართველოს და ბულგარეთს „ბევრი აქვს საერთო, მათ შორის ერთ–ერთი უმნიშვნალევანესი რაც არის, ეს არის რუსეთთან ურთიერთობები“.

„მან [ბულგარეთმა] პირადად მიიღო ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – ერთია გააჩეროს რუსეთის დაფინანსებული ალექსანდოპოლის–ბურგასის ნავთობსადენის მშენებლობა და გააჩეროს ატომური სადგურის მშენებლობა, რომელიც ასევე რუსული დაფინანსებით მიმდინარეობდა. ამ მხრივ, გეოპოლოტიკური გადაწყვეტილებების მხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი საერთო გვაქვს“, – განაცხადა გილაურმა.

„ძალიან კარგი საერთო პროექტები იგეგმება ჩვენს სახელმწიფოებს შორის; ეს არის ლიკვიდური ნატურალური გაზის ექსპორტი საქართველოს გავლით ბულგარეთში; ეს არის ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთის გავლით ბულგარეთში“, – განაცხადა გილაურმა. 

1 აპრილს ბულგარეთის პრემიერ–მინისტრი პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა.  

Back to top button