
ახალი ამბები
სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი საქართველოს სტუმრობს
სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი იური ხაჩატუროვი, რომელიც საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს, 27 მარტს თავის ქართველ კოლეგას, გენერალ-მაიორ დევი ჭანკოტაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე „მხარეებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, სამხედრო განათლების საკითხები და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
27 მარტს ხაჩატუროვი ასევე ეწვია გორს, სადაც ეროვნული თავდაცვის აკადემია დაათვალიერა, ხოლო 28 მარტს იგი კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრს ესტუმრება.