
IFC და EBRD საქართველოს ბანკის აქციონერები გახდნენ
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, და ევროპის რესკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD) თითოეული "საქართველოს ბანკის" აქციების 4.58 პროცენტის მფლობელი გახდა– ბანკის, რომელმაც ცოტა ხნის წინ აქციები ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში განათავსა.
IFC–ი და EBRD–ი აქტივების მიხედვით საქართველოს უმსხვილესი ბანკის აქციონერები სააქციო კაპიტალში მისთვის გაცემული სესხების ნაწილის კონვერტირების შედეგად გახდნენ, განაცხადეს IFC–მ, EBRD–მ და საქართველოს ბანკმა 29 მარტს.
ორივე სესხი, თითოეული 26 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით, რომლის კონვერტირებაც მოახდინეს IFC–მ და EBRD–მ, იმ 200 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსების ნაწილია, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა "საქართველოს ბანკს" 2008 წლის დეკემბერში გამოუყვეს.
"საქართველოს ბანკს" მთლიანი აქტივების მიხედვით, საქართველოში 35.6%-ანი საბაზრო წილი უკავია, მთლიანი სესხების მიხედვით – 34.5% და კლიენტთა დეპოზიტების ბაზრის 35.6%-ანი წილი.