
ახალი ამბები
ესპანეთში საქართველოს ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი გახდა
ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას ზურაბ პოლოლიკაშვილი სამწლიანი ინტერვალის შემდეგ ხელმეორედ დაიკავებს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მის კანდიდატურას მხარი 27 მარტს ერთხმად დაუჭირა.
პოლოლიკაშვილი ესპანეთში საქართველოს საელჩოს, რომელიც ასევე ფარავს ანდორის სათავადოს, 2006 წლიდან ედგა სათავეში, ვიდრე 2009 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკის მინისტრად დაინიშნებოდა. მინისტრის თანამდებობიდან პოლოლიკაშვილი თითქმის ერთწლიანი მუშაობის შემდეგ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ ხელმძღვანელობაში განაგრძო მუშაობა.
ზურაბ პოლოლიკაშვილმა ესპანეთში ელჩის თანამდებობაზე ნიკოლოზ ნათბილაძე შეცვალა.