
ახალი ამბები
ნიკა გილაური ლიბანში გაემგზავრა
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ლიბანში გაემგზავრა, იტყობინება მისი პრესსამსახური 22 მარტს.
ვიზიტის ფარგლებში ნიკა გილაური ლიბანის პრეზიდენტს მიშელ სულეიმანს, ლიბანელ კოლეგას, პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიკატის და პარლამენტის სპიკერს ნაბიჰ ბერის შეხვდება; ასევე დაგეგმილია შეხვედრები ლიბანელ ბიზნესმენებთან.