ახალი ამბები

რუსული სატვირთო გემის კაპიტანს ჯარიმა დაეკისრა

დაკავებული რუსული სატვირთო გემის კაპიტანს „ნაოსნობის წესების დარღვევის“ გამო 50 000 ლარის  ოდენობის ჯარიმა დაეკისრა, განაცხადა საქართელოს სასაზღვრო პოლიციამ 20 მარტს.    

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, გემს ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.

რუსეთის ფედერაციის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი PUR-NAVOLOK, რომლის მფლობელიცაა რუსული სატრანსპორტო, ლოგისტიკური და გემების მართვის კომპანია Belfreight-ი (Белфрахт),  საქართველოს სანაპირო დაცვამ 19 მარტს სარფის საზღვაო რაიონში დააკავა. ქვანახშირით დატვირთული სატვირთო გემი ქერჩიდან ხოფაში მიემგზავრებოდა.

 

Back to top button