ახალი ამბები

საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია დღგ–სგან გათავისუფლდება

საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია დამატებითი ღირებულების გადასახადით (დღგ) აღარ დაიბეგრება.

საგადასახადო კოდექსში შესამაბიმისი ცვლილებება პარლამენტმა დღეს მეორე და მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით დაამტკიცა. ფინანსთა სამინისტრომ ეს ინიციატივა პარლამენტში თებერვლის დასაწყისში შეიტანა.

საუბარია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ასევე  მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრის და თხის ახალი ან გაცივებული ხორცის, აგრეთვე ყველის მიწოდების დღგ–სგან გათავისუფლებაზე. თუმცა აღნიშნული ლიბერალიზაცია არ ვრცელდება სოფლის მეურნეობის გადამუშავებულ პროდუქციაზე.

ამ ინიციატივაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა 15 მარტს წნორში ახალი საავადმყოფოს გახსნისას მოსახლეობასთან შეხვედრაზე ისაუბრა.

“ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში ახალი ინიციატივით შევიდეთ და გლეხის მიერ წარმოებული პროდუქცია თავიდან ბოლომდე – მაღაზიის დახლამდე გათავისუფლდეს დღგ-სგან,“– განაცხადა სააკაშვილმა ხუთშაბათს.

“ამ გადაწყვეტილებით კი, ჩვენს პროდუქციას მაქსიმალურად გავუხსნით გზას უცხოური და შიდა ბაზრისკენ“, – აღნიშნა მან.

Back to top button