
ახალი ამბები
რასისტული, ეროვნული, რელიგიური, ენობრივი შეუწყნარებლობის მოტივი სისხლის სამართალში
რასობრივი, ენობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივი სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება.
სისხლის სამართლის კოდექსის ზოგად ნაწილს აღნიშნული ჩანაწერი დაემატება საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, რომელიც პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით დაამტკიცა.
როგორც კანონპროექტის ერთ–ერთმა ავტორმა, მმართველი პარტიის დეპუტატმა კახაბერ ანჯაფარიძემ 13 მარტს პარლამენტის სხდომაზე აღნიშნა, მეორე მოსმენისთვის შესაძლოა ცვლილებებში ჩამოთვლილი შეუწყნარებლობის მოტივების გავრცობა მოხდეს.