ახალი ამბები

ევროკავშირი ‘არ ცნობს აფხაზეთის არჩევნების სამართლებრივ ჩარჩოებს’

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა ორშაბათს, რომ „ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს“, რომლის ფარგლებშიც 10 მარტს აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა

„ევროკავშირის წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს სუვერენობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. ევროკავშირის წარმომადგენლობა, ასევე, ხაზს უსვამს იმ დიდ მნიშვნელობას. რომელსაც ევროკავშირი ანიჭებს რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზების მოძიებას და მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინოს ძალისხმევა ამ მიმართულებით“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობამ 12 მარტს.

 

Back to top button