
ახალი ამბები
მმართველი პარტიის გენერალური მდივანი მიხეილ მაჭავარიანი გახდა
პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი გახდა პარტიის პოლიტსაბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით.
მაჭავარიანმა ამ თანამდებობაზე დეპუტატი, საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი შეცვალა, რომლის გენერალური მდივნობის დროსაც გასული ოთხი წლის განმავლობაში პარტიამ მიაღწია წარმატებებს „როგორც საპარლამენტო, ასევე თვითმმართველობისა და აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში“, იტყობინება ნაციონალური მოძრაობა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე პრეზიდენტი სააკაშვილია, რომელმაც პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მმართველ პარტიას აქვს რესურსი საქართველო „მრავალი წლის განმავლობაში“ მართოს.