ახალი ამბები

აშშ აფხაზეთის არჩევნების ‘ლეტიგიმურობას არ აღიარებს’

ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და „არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 10 მარტს გამართული დე ფაქტო ‘საპარლამენტო’ არჩევნების ლეგიტიმურობას“.

„მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, მათ შორის გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი შესვლა“, – ნათქვამია აშშ–ის საელჩოს განცხადებაში.       

Back to top button