
ახალი ამბები
აფხაზეთის ცესკომ არჩევნები ჩატარებულად გამოაცხადა
სეპარატისტული აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 10 მარტს რეგიონში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც დღის სამი საათისთვის ამომრჩეველთა 29.25%–მა მისცა ხმა 174 საარჩევნო უბანზე.
ცესკოს თავმჯდომარის ბატალ ტაბაღუას განცხადებით, კანონმდებლობის მიხედვით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის, რაც რეგიონში 149 622 ადამიანს შეადგენს, სულ მცირე 25% მაინც უნდა გამოცხადდეს არჩევნებზე, რათა ის ჩატარებულად ჩაითვალოს, იტყობინება „აფსინიპრესი“.
სეპარატისტული რეგიონი 35–წევრიან პარლამენტს ხუთი წლის ვადით მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე ირჩევს. ერთმანდატიან ოლქებში სულ დეპუტატობის 148 კანდიდატი იყრის კენჭს.
არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს.