
ახალი ამბები
Forbes-მა ივანიშვილის ქონება 6.4 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასა
ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილის ჟურნალ Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული მსოფლიოს მილიარდერების სიაში 153–ე ადგილი უკავია, ხოლო მისი ქონება 6.4 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.
ივანიშვილის ქონება შარშანდელ ანალოგიურ სიაში 5.5 მილიარდ აშშ დოლარად იყო შეფასებული.
ივანიშვილი, რომელიც ამჟამად საფრანგეთის მოქალაქეა და ხელისუფლებისგან საქართველოს მოქალაქეობის მიღების თაობაზე პასუხს ელოდება, საფრანგეთში მეექვსე უმდიდრესი ადამიანია, Forbes-ის მიხედვით. ჟურნალი ასევე აქვეყნებს ვრცელ სტატიას ივანიშვილის შესახებ.
7 მარტს გამოქვეყნებული წლევანდელ სიაში სულ 1 226 ადამიანია შესული.