ახალი ამბები

საქართველო და აზერბაიჯანი ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე ერთობლივ განაცხადს წარადგენენ

თბილისი და ბაქო შეთანხმდნენ, რომ ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი წარადგინონ, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 7 მარტს აზერბაიჯანის მილი მეჯლისში გამოსვლისას.   

წელს ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში პოლონეთი და უკრაინა უმასპინძლებენ, ხოლო 2016 წელს ჩემპიონატი საფრანგეთში ჩატარდება. მომდევნო, 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადების შეტანა წელს დაიწყება და მასპინძელი ქვეყანა, სავარაუდოდ, 2014 წელს გამოცხადდება.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ახლო ურთიერთობების და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის „ახალ დონეზე“ აყვანის შესახებ ისაუბრა, დაგეგმილი ერთობლივი განაცხადი თბილისისა და ბაქოს ახლო თანამშრომლობის მაგალითად მოიყვანა.    

Back to top button