ახალი ამბები

2.1%-იანი წლიური დეფლაცია თებერვალში

„საქსტატის“ მიერ 2 მარტს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, თებერვალში წლიურმა ინფლაციამ -2.1% შეადგინა, რაც 2009 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოში პირველი დეფლაციაა.

წინა თვესთან შედარებით თებერვალში ფასები 0.2%–ით გაიზარდა, რაც ძირითადად საწვავის და სასტუმროების, კაფეების და რესტორების ჯგუფზე ფასების ზრდამ განაპირობა.

შარშანდელ თებერვალთან შედარებით, ფასები სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე, ასევე კავშირგაბმულობის მომსახურებაზე 7.1% და 7.7%–ით შემცირდა, შესაბამისად.

სატრანსპორტო მომსახურეობის ფასები თებერვალში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21.1%–ით გაიზარდა, იტყობინება „საქსტატი“.

15 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 6.5%–ზე დატოვა.

Back to top button