
კიკვიძის პარკში რამდენიმე ოპოზიციური აქტივისტი დააკავეს
სამართალდამცავებმა დღეს ექვსი ოპოზიციური აქტივისტი დააკავეს, რომლებიც კიკვიძის პარკში ხეების მოჭრის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავდნენ.
ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე უკვე რამდენიმე აქცია ჩატარდა ადგილობრივი მოსახლეობის, ოპოზიციის აქტივისტების და გარემოსდამცველების მონაწილეობით, რომლებიც კიკვიძის პარკში ხეების მოჭრას ეწინააღმდეგებიან. გავრცელებული ინფორმაციით, იქ პოლიციის ახალი შენობის აშენება იგეგმება.
დაკავებულ აქტივისტებს შორის არის ლაშა ჩხარტიშვილი კონსერვატიული პარტიიდან, რომელიც გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტიურ კამპანიას ახორციელებს.
სამართალდამცავებმა ლაშა ჩხარტიშვილი მშენებლობის ადგილზე დააკავეს, როდესაც ის იქ მომუშავე ექსკავატორს მუშაობის საშუალებას არ აძლევდა.
ასევე იქნა დაპატიმრებული „საქართველოს გზის“ ერთი აქტივისტი. გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ოთხი დაკავებული „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტები არიან.
მოგვიანებით, იმავე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩხარტიშვილი და დანარჩენი ხუთი დაკავებული 400 ლარით დაჯარიმების შემდეგ გაათავისუფლა. ჩხარტიშვილის თქმით, მის ქმედებებში უკანონო არაფერი ყოფილ, რადგან ის პარკში "უკანონო მშნებელობას" უწევდა წინააღმდეგობას.