We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს

საქართველოში ვიზიტით მყოფი თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იდრის ნაიმ შაჰინი 22 თებერვალს თავის ქართველ კოლეგას ვანო მერაბიშვილს შეხვდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. 

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად საქართველოს სტუმრობენ მისი მოადგილე და სხვა ოფიციალური პირები, მათ შორის ჟანდარმერიის გენერალური სარდლობის შტაბის ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი ფიქრეთ დემირთაში.

Back to top button