
ახალი ამბები
პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით მომავალ კვირას მიმართავს
პრეზიდენტი სააკაშვილის პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით მომავალ სასესიო კვირას მიმართავს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 20 თებერვალს.
საკანონმდებლო ორგანოში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის ზუსტი დღე ჯერ–ჯერობით უცნობია.
ბოლო რამოდენიმე წლის ტრადიციის მსგავსად, პრეზიდენტის საანგარიშო მოხსენების შემდეგ გაიმართება პოლიტიკური დებატები, ბოლოს კი მიხეილ სააკაშვილი დეპუტატების წინაშე შემაჯამებელი სიტყვით გამოვა.