
ახალი ამბები
სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა 15 თვემდე იზრდება
პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა 15 თვემდე იზრდება არსებული 12 თვიდან.
ინიციატივის ავტორთა განცხადებით, დღეს დადგენილი ერთწლიანი ვადა არ არის საკმარისი სამხედრო სამსახურში გაწვეული პირების შესაბამისად მომზადებისთვის.
ამასთან, კანონპროექტში ნათქვამია, რომ სამხედრო სამსახურის 15–თვიანი ვადა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც გაწვეული არიან კანონში ცვლილებების ამოქმედებამდე.