ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე ‘ოსური ბატალიონი’ იქმნება

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში ახალი ბატალიონი იქმნება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობით დაკომპლექტდება, განაცხადა რეგიონის საინფორმაციო სააგენტო „რესმა“ 14 თებერვალს. 

რუსეთის სამხედრო ბაზამ უკვე გამოაცხადა, რომ იწყებს „ოსური ბატალიონის“ დაკომპლექტებას 35 წლამდე ასაკის ადგილობრივი მაცხოვრებლებით, რომლებიც კონტრაქტის საფუძველზე იმსახურებენ და რომელთაც იგივე ხელფასები და პრივილეგიები ექნებათ, რაც რუს სამხედროებს, განუცხადა სეპარატისტული რეგიონის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გალინა გუჩმაზოვამ „რესს“.

„ოსური ბატალიონი რუსეთის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისთვის პროფესიონალური სამხედრო კადრების სამჭედლო გახდება“, – განაცხადა გუჩმაზოვამ. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა 15 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში, რომ ეს ქმედება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „მილიტარიზაციის“ ნაწილია.

„ფაქტობრივად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გადაქცეულია დიდ სამხედრო ბაზებად, ხოლო იქ ჯერ კიდევ შემორჩენილი მოსახლეობა, ან ემსახურება რუსეთის სამხედრო ბაზას, ან მსახურობს რუსეთის საოკუპაციო ძალებში“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ. 

Back to top button