
ახალი ამბები
მოსკოვი გმობს ნიუ დელისა და თბილისში მომხდარ ინციდენტებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 13 თებერვალს მომხდარ ინციდენტებს – ისრაელის საელჩოს მანქანის აფეთქებას ნიუ დელიში და თბილისში აფეთქების მცდელობას.
“მოსკოვში გადაჭრით გმობენ ექსტრემისტების ამ გამოხტომებს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ 15 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.
„მტკიცედ გვჯერა, რომ ტერორიზმს ყველა მისი გამოვლინებით არ აქვს და არ შეიძლება ჰქონდეს გამართლება“, – ნათქვამია განცხადებაში, „ვიმედოვნებთ, რომ იმ ქვეყნების ხელისუფლებების მიერ, რომლებშიც მოხდა ეს ინციდენტები, ჩატარდება გულმოდგინე გამოძიება ამ დანაშაულებრივი აქციის ორგანიზატორებისა და შემსრულებლების გამოვლენის მიზნით“.