
ახალი ამბები
ევროკავშირი ისრაელის საელჩოებთან მომხდარ ინციდენტებს გმობს
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა 13 თებერვალს უმკაცრესად დაგმო ინდოეთსა და საქართველოში ისრაელის საელჩოების თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული თავდასხმები.
„უმაღლესი წარმომადგენელი გმობს თავდასხმებს დიპლომატიური მისიების წევრებზე ისევე, როგორც ის გმობს ტერორიზმის ყველა ქმედებას, რომელთა გამართლებაც არც ერთ გარემოებაში არ შეიძლება“, – აღნიშნა ეშტონის წარმომადგენელმა განცხადებაში.