
ახალი ამბები
აშშ გმობს თბილისსა და ნიუ დელიში მომხდარ ინციდენტებს
აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მკაცრად დაგმო ისრაელის საელჩოს მანქანის აფეთქება ინდოეთში და „საქართველოში ისრაელის საელჩოს თანამშრომელზე თავდასხმის მცდელობა“.
„ტერორიზმის დანაშაული მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის შეურაცხყოფაა. ამერიკის შეერთებული შტატები პრიორიტეტულად მიიჩნებს მსოფლიოს მასშტაბით დიპლომატიური პერსონალის დაცულობას და უსაფრთხოებას და მზად ვართ ამ ლაჩრული ქმედებების გამოძიებაში დავეხმაროთ“, – აღნიშნა კლინტონმა 13 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.