
ახალი ამბები
საქართველოს საბანკო სექტორის მოგებამ 323 მლნ ლარი შეადგინა
საქართველოს საბანკო სექტორის წმინდა მოგება 2011 წელს 323 მლნ ლარამდე გაიზარდა, წინა წელს არსებული 156.3 მილიონი ლარის ნაცვლად, იტყობინება საქართველოს ეროვნული ბანკი.
2009 წელს საქართველოს საბანკო სექტორმა 65 მილიონი ლარის ზარალი განიცადა.
ეროვნული ბანკის ცნობით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში 19 ბანკი მოქმედებდა, რომელთა მთლიანი აქტივებიც 2011 წლის ბოლოსთვის 12.7 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობამ წლის ბოლოსთვის 7.7 მლრდ ლარს მიაღწია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული 6.3 მილიარდი ლარის ნაცვლად.