
ახალი ამბები
საქსტატი: 2011 წელს მშპ–ს რეალურმა ზრდამ 6.8% შეადგინა
საქსტატის წინასწარი მონაცემების თანახმად, რომელიც 30 იანვარს გამოქვეყნდა, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2011 წლის ბოლო კვარტალში 8.1% შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, გასული წლის განმავლობაში.
მთლიანი წლის მაჩვენებელი მშპ–ს ზრდის კუთხით 6.8%–ი იყო, იტყობინება საქსტატი.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა განაცხადა, რომ მშპ–ს დაზუსტებულ, სრულ მონაცემებს 20 მარტს გამოაქვეყნებს.
2011 წლის პირველ კვარტალში მშპ–ს ზრდამ 5.8% შეადგინა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედრებით; მეორე კვარტალში მაჩვენებელი 4.7%–მდე შემცირდა, ხოლო მესამე კვარტალში 7.5%–მდე გაიზარდა.