skip to content
ახალი ამბები

ქართული ღვინის ექსპორტი 2011 წელს 37.7%–ით გაიზარდა


ექსპორტირებული ქართული ღვინის ღირებულება წლების მიხედვით მლნ აშშ დოლარებში. რუსეთმა ქართული ღვინის იმპორტზე ემბარგო 2006–ის მარტში დააწესა. წყარო: "საქსტატი".

„საქსტატის" მონაცემების თანახმად, ქართული ღვინის ექსპორტი 2011 წელს 37.7%–ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით და მისმა საერთო ღირებულებამ 54.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია წინა ხუთი წლის მანძილზე, ანუ მას შემდეგ, რაც 2006 წელს რუსეთმა ქართული ღვინის იმპორტზე ემბარგო დააწესა, თუმცა, ის კვლავ ჩამორჩება ემბარგოს დაწესებამდე არსებულ მაჩვენებელს, როდესაც 2005 წელს ექსპორტირებული ღვინის საერთო ღირებულება წინა წელთან შედარებით გაორმაგდა და 81 მილიონი აშშ დოლარს მიაღწია.

2011 წელს ექსორტირებული  ღვინის მოცულობამ 16.9 მილიონ ლიტრს მიაღწია; წინა წელს ეს მაჩვენებელი 12.1 მილიონ ლიტრს შეადგენდა, იტყობინება „საქსტატი“.

შარშან ღვინის ექსპორტმა საქართველოს მთლიანი ექსპორტის 2.5% შეადგინა. მთლიანი ექსპორტი 2011 წელს 2.19 მილიარდი აშშ დოლარი იყო.    

This post is also available in: English Русский

Back to top button